ხატია დეკანოიძე: პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან.
„უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით შიდა გარჩევები ძალიან უხერხულია ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რაც შეეხება ვიზიტს, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ჩავალ კიევში, აქამდეც ვიყავი. “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით შეხედულებები არ შეგვიცვლია”, – აღნიშნა დეკანოიძემ.