ლევან ხაბეიშვილი: ხელისუფლება იქცევა ამორალურად, უგზავნის რაღაც ნოტებს უკრაინას, რომ თურმე თანამდებობის პირები უნდა მოხსნან, ეს არის ყველაზე მძიმე
“ხელისუფლება იქცევა ამორალურად, უგზავნის რაღაც ნოტებს უკრაინას, რომ თურმე თანამდებობის პირები უნდა მოხსნან, ეს არის ყველაზე მძიმე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში მონაწილეობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას გაავრცელებს.
“ჩვენი პარტია ამასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს. “ნაციონალური მოძრაობა” იყო პირველი ოპოზიციიდან და საქართველოდან, რომელიც იყო ჩასული უკრაინაში. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ცხადია, ვისაც რა გადაწყვეტილება უნდა, იმას მიიღებს, არავის კრიტიკას არ ვაპირებ. უბრალოდ, ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში რომ ამაზე კითხვის ნიშნებს სვამს, იქცევა ამორალურად, უგზავნის რაღაც ნოტებს უკრაინას, რომ თურმე თანამდებობის პირები უნდა მოხსნან, ეს არის ყველაზე მძიმე და არა იმის განხილვა, ვის რამდენი კვოტა აქვს, ვინ როგორ წავა. უკრაინას სჭირდება ჩვენი სახელმწიფოს გვერდში დგომა და ეს რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.