ლევან ბეჟაშვილი: ამ ეტაპზე, ამ ვიზიტს ფასიც ეკარგება მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავპატიჟი გამოიდო უკრაინაში ჩასვლაზე
მაშინ, როცა თავპატიჟი გამოიდო „ქართულმა ოცნებამ“, უკრაინაში ჩასულიყო, ახლა ასეთი ტიპის დელეგაციაში მონაწილეობა აბსურდულია, მოკლებულია შინაარსს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიიღებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შალვა პაპუაშვილთან ერთად უკრაინაში ვიზიტში მონაწილეობას, ამ საკითხზე ფრაქციაში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.
“მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გარჩევა მოუწყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავპატიჟი გამოიდეს და მოლაპარაკებები დასჭირდათ, რომ ჩასულიყვნენ, ასეთი ტიპის დელეგაციაში მონაწილეობა აბსურდულია და მოკლებულია შინაარსს, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ ფრაქცია შეიკრიბება დღეს და მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.