გიგი უგულავა – ოპოზიციას: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლა, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს მიმართავს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლა, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია.

”უკრაინაში იმ ხალხთან ერთად წასვლა, ვინც, “წახალისების” შიშით, უკრაინაში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე არ მიდის;

იმ ხალხთან ერთად ბუჩაში ნაწამები ადამიანების საერთო სამარხების პატივის მიგება, ვინც უკრაინაში დაღუპულებს ძმათა სასაფლაოზე უარს ეუბნება!? საერთოდ, ამის განხილვაც კი, უბრალოდ, ამაზრზენია. უმორჩილესად გთხოვთ ყველა პარლამენტარს ოპოზიციიდან, შევწყვიტოთ ამ თემაზე ყოველგვარი დისკუსია. ეს, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები