საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, 648 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 652 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1 632 842 გარდაიცვალა 16 783 პაციენტი.