გაერო: უკრაინაში ომმა შესაძლოა, ისეთი მასშტაბის შიმშილი გამოიწვიოს მსოფლიოში, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა

უკრაინაში ომმა შესაძლოა, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი მასშტაბის შიმშილსა და სიღარიბეში ჩააგდოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Twitter-ში დაწერა.

“უკრაინის ომის შედეგად შესაძლოა, კაცობრიობის 1/5-ზე მეტი ისეთი მასშტაბის სიღარიბეში, სიღატაკესა და შიმშილში აღმოჩნდეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუცველი ერებისთვის ომის და მის მიერ გამოწვეული შედეგების ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალია  მშვიდობა”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები