ნანა კაკაბაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პოლიპატიმრად სააკაშვილს მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ წერია ის, რომ პოლიპატიმრად სააკაშვილს მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსში პირის აღიარება არ ხდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

„პირიქით, პოლიტიკურ პარტიებს არ ხელეწიფებათ და არ შეიძლება, რომ ისინი ვინმეს ამ სტატუსს ანიჭებდნენ. თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ აიღებდა ამას საკუთარ თავზე და ვერ ჩაწერდა და რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიის მიერ აღიარებას, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულად – ეს მხოლოდ უფლებადაცვითი სფეროს პრეროგატივაა და მასთან პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ შეხება არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის უბრალოდ ციტირება“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები