ლევან იოსელიანი: კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში მიდის და ეს ვიზიტი შედგება

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგია, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება.

მისი თქმით, მრავალპარტიულ საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით არის პრობლემები, რადგან ადამიანების რაოდენობა დიდია, რაც ვერ მოდის თანხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტთან.

„ყველამ ვთქვით, რომ არის კარგი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში მიდის და ეს ვიზიტი შედგება. რაც შეეხება მრავალპარტიულ საპარლამენტო დელეგაციას, აქ არის პრობლემები, იმიტომ რომ ადამიანების რაოდენობა დიდია და ეს ვერ მოდის თანხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტთან. ამიტომ ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, რომ „ქართული ოცნებაც“ იქნება დელეგაციაში. ვფიქრობთ, როგორ ჩავიდეთ, როდის ჩავიდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უკრაინის დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობით მონაწილეობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დელეგაციის 3 წევრი უმრავლესობიდან, 3 კი ოპოზიციიდან იქნებოდა წარმოდგენილი. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია უკრაინაში ცალკე წავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები