ხატია დეკანოიძე: უკრაინაში ოპოზიცია ცალკე წავა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე – ცალკე
უკრაინაში ოპოზიცია წავალთ ცალკე, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, ხოლო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო.
“ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი. ეს არის ჩემი პოზიცია და, როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია არის საბოლოოდ, რომელიც დაფიქსირდება. ჩვენ, ოპოზიცია წავალთ ცალკე, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, ხოლო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.