თამარ ტალიაშვილი – ოპოზიციას: 2012 წლამდე თქვენ რომ მიგეხედათ სკოლებისთვის, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა დამატებით მილიონობით ლარის მობილიზება ბიუჯეტში ამდენი სკოლის აღსადგენად

ძალიან მნიშვნელოვანია ,გავიხსენოთ, რომ ვიცოდეთ, რა სასტარტო ეტაპი ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ დასჭირდებოდა დამატებით მილიონობით ლარის მობილიზება ბიუჯეტში, 2012 წლამდე რომ ამისთვის ახლანდელ ოპოზიციას მიეხედა.

“თქვენ რომ არ დაგეხურათ ათეულობით საბავშვო ბაღი, კონკრეტულად 47 ბაღი მაგალითად თბილისში, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მილიონობით ლარის მობილიზება ბიუჯეტში, ათეულობით და ათეულობით ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობისათვის. დიახ, თქვენ რომ მიგეხედათ 2012 წლამდე სკოლებისათვის, მაშინ აღარ გახდებოდა საჭირო ამდენი სკოლების რეაბილიტაცია თუ ახალი სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა.
საზოგადოებამ იცის, თუმცა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა არის ჩვენი რეფორმების სასტარტო წერტილი და ეტაპი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები