პარლამენტმა, მასწავლებლების მომზადების პროგრამასთან დაკავშირებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, 87 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენით მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც მასწავლებლების მომზადების პროგრამას უკავშირდება.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით, ახლებურად განიმარტება ტერმინი – მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, პირს შეეძლება გაიარის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც შეეძლება მასწავლებლად მუშაობის დაწყება, უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს არსებული მასწავლებლის მომზადების ორი პროგრამა, სამწუხაროდ, სრულად არ და ვერ ფარავს ყველა მიმართულებას და აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავდა კანონპროექტი. მისი თქმით, ცვლილების მიღების შემდეგ სისტემა იქნება უფრო ეფექტური და ის ხელს შეუწყობს ახალი მასწავლებლების შესვლას სისტემაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები