შალვა პაპუაშვილი: ამ სამი ათწლეულის მანძილზე გერმანია ყოველთვის საქართველოს დიდი მხარდამჭერი, მეგობარი და მოკავშირე იყო
ამ სამი ათწლეულის მანძილზე გერმანია ყოველთვის საქართველოს დიდი მხარდამჭერი, მეგობარი და მოკავშირე იყო, – ამ სიტყვებით ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს.
პაპუაშვილმა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული თანადგომის გამო გერმანელ ხალხს და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
“დღეს აღვნიშნავთ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს.
ამ სამი ათწლეულის მანძილზე გერმანია ყოველთვის საქართველოს დიდი მხარდამჭერი, მეგობარი და მოკავშირე იყო.
მადლობა გერმანელ ხალხს და გერმანიის სხვადასხვა დროის ხელისუფლებებს, ამ წლების განმავლობაში, უანგარო, საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანადგომისთვის”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.