დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება
13 აპრილს, საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზეც აისახება.
“მტკიცე და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, ორსაუკუნოვან ისტორიულ ფუნდამენტსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
გერმანია, როგორც საქართველოს ერთგული მოკავშირე, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
დღეს საქართველო მშვიდობაზე, განვითარებასა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომელიც დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზას წარმატებით გადის. ეს წარმატება კი, პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.