გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანია იმით, თუ რას უნდა მივაქციოთ სამომავლოდ ყურადღება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა.

მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია იმით, თუ რას უნდა მიაქციოს საქართველომ სამომავლოდ ყურადღება.

„ჩვენთვის ეს ანგარიში არის ის, რომ წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული რეფორმები გატარდა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რას მივაქციოთ სამომავლოდ ყურადღება, რადგან ამერიკასთან თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათი დასკვნა სამომავლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები