ირაკლი კობახიძე: უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მმართველი გუნდიდან ყველა იყო ჩართული, მათ შორის, პრემიერიც.
როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი იყო რადას თავმჯდომარის გუშინდელი ინტერვიუ, რომელშიც ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები იყო.

„კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა, პრემიერიც; გავიზიარეთ შალვა პაპუაშვილის ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით. სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ საინტერესო ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები