საქსტატი: იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 38.0 პროცენტით გაიზარდა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 866.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 43.3 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 2 695.0 მლნ. აშშ დოლარი, რაც 35.8 პროცენტით მეტია წინა წლის იგივე მაჩვენებელზე.

“უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1 523.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტი შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები