არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით

“საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და, რასაკვირველია, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას, უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც ამ ომს თან ახლავს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში გამოხატავს.

“ჩვენს საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას და როგორც გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ჰააგაში, ეს გადაწყვეტილებები მხარდაჭერილი იყო”, – აცხადებს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები