დავით ნარმანიას პრესსამსახური ირაკლი აბესაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისის არჩეული მერის, დავით ნარმანიას პრესსამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ირაკლი აბესაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა განცხადება, თითქოს თბილისის არჩეული მერის, დავით ნარმანიას დავალებით გატყდა გიგი უგულავას ელექტრონული ფოსტა და ხდება პერსონალური ინფორმაციის უკანონო გზით მიღება.
“კატეგორიულად მოვითხოვთ ბატონ აბესაძისგან, ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. დავით ნარმანიას წარმომადგენლები გარდამავალ პერიოდში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან იღებენ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას სამსახურების დებულებების, საშტატო რაოდენობების, სამოქმედო გეგმებისა თუ ბიუჯეტის შესრულების შესახებ. სამწუხაროა, თუ აბესაძემ არ იცის, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არა თუ არჩეულ მერს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს”, – ნათქვამია დავით ნარმანიას პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები