ირაკლი ღარიბაშვილი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას

ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში – უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.

„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები