ხავიერ კოლომინა: NATO ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

NATO არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. ალიანსის წარმომადგენელმა შესაბამისი განცხადება “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

მისი თქმით, NATO აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„NATO არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დე ფაქტო ლიდერი – ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები