უკრაინის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი პეტრ კოტინი ჩერნობილის ზონაში წითელ ტყეში მივიდა, სადაც რუსი ოკუპანტები ტრანშეებს თხრიდნენ და განაცხადა, რომ მათ დიდი ალბათობით რადიაციული ავადმყოფობა ელოდებათ.
ადგილი, სადაც ოკუპანტები სანგრებს თხრიდნენ დაფიქსირებულია ანომალიურად დიდი რადიაციული ფონი.
„გარე დასხივების მაჩვენებელი საათში 3,2-4 მიკროზივერტს შეადგენს, რაც 10-15-ჯერ აღემატება ნორმას, ხოლო ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც შიდა დასხივებას განაპირობებს, რომელიც ოკუპანტებმა მიიღეს მიწის ზედაპირიდან 160-ჯერ მეტია ნორმაზე“, – აღნიშნა კოტინმა.