დავით მათიკაშვილი: დღეს 300 ტონაზე მეტი ტვირთია უკრაინაში გაგზავნილი

“ქართული მხარის ნებისმიერი განცხადება, რა შინაარსისაც უნდა იყოს ის და როგორი პროტესტის ჟღერადობაც უნდა ჰქონდეს, არ არის იმ ტონის, არ არის იმ ხარისხის, რაც, მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში, ზოგადად, სახელმწიფოებს შორის, თუნდაც მეგობარ ქვეყნებს შორის მოყვება ასეთ ბრალდებებს. უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით უკრაინაში არსებულ სიტუაციას. ყველა სახით, საქართველო გვერდში უდგას უკრაინას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “პირველი არხის” ეთერში, გადაცემაში “აქტუალური შაბათი” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო პირველად გახდა დონორი სახელმწიფო.

“ყოველთვის პირიქით იყო, საქართველო იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას და დღეს 300 ტონაზე მეტი ტვირთია უკრაინაში გაგზავნილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები