სალომე ზურაბიშვილი: აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის გმირებისთვის, არამედ უკრაინაში მებრძოლებისთვის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

“დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები, ასევე, ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, იმისი იმედი,რომ ყოველი ბრძოლა ღირს, თუ ის არის ღირსებისა და თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ უკრაინელი ძმების გვერდით.

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული. ვიყოთ ჩვენი წარსულის და ასევე ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები