უკრაინის ომბუდსმენი: ოკუპანტების მიერ ჯგუფურად გაუპატიურებული 14 წლის გოგონა ორსულადაა

„რუსეთის არმიის ტერორისტებისა და ჯალათების არმიის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს – ისინი ბავშვებს აუპატიურებენ“, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს.

ამასთან ის მოუწოდებს გაეროს ადამიანთა უფლებების დარღვევის საგამოძიებო კომისიას გამოიძიონ რუსი ჯარისკაცების ომის კანონების ყველა დარღვევა და უმკაცრესად აგებინონ პასუხი.

„ბუჩაში 14 წლის გოგონა 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა. ახლა ის ორსულადაა.
11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს – დედა სკამზე იყო მიბმული.
ირპენში 20 წლის გოგო, სამმა ოკუპანტმა ერთდროულად გააუპატიურა.

არ არსებობს ადგილი დედამიწაზე ან ჯოჯოხეთში, სადაც რასისტ დამნაშავეებს შეუძლიათ შურისძიებისგან დამალვა.  გაუპატიურება კატეგორიულად აკრძალულია ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ 1949 წლის ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლის თანახხმად.
ივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიას უკრაინაში რუსეთის შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინონ უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულის ეს ფაქტები. რაშისტმა ოკუპანტებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი!“, – წერს სოციალურ ქსელში ლუდმილა დენისოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები