საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 650 981 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 630 564, გარდაიცვალა 16 766 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები