საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge -ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში დაავადებას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 650 981 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 630 564, გარდაიცვალა 16 766 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები