თენგიზ ცერცვაძე: მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა და დღეს საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში

რაც ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის მინიმალური, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი დღეს საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში.

“ამჟამად, ეპიდსიტუაცია სტაბილურია, უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ კარგია. დღიურად საშუალოდ ოთხასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება და, რაც ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი მინიმალურია. რიგი სუფთა სამედიცინო კლინიკური ღონისძიებებით, კერძოდ ავადმყოფების ე.წ. პროაქტიული მკურნალობით, სხვადასხვა მედიკამენტით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური კლინიკის დირექტორმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები