ვოლსკი – “ლელოს” რეზოლუციაზე: ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი

ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ტრიბუნალს, რომ ეს დანაშაულები გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს, თუმცა, „ლელომ“ გადაწყვიტა, სანამ ტრიბუნალი დადებს დასკვნას, მათ თავად გააკეთონ დასკვნის ინიცირება – ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” და მისი პარტნიორი პარტიების რეალური ამოცანა ქვეყნის დესტაბილიზაციაა.

“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საერთოდ აღარ უნდა იყოს განხილული „ნაცმოძრაობის“ ან მისი სატელიტი ორგანიზაციების შემოთავაზებები საგარეო კუთხით, ეს იქიდან არ გამომდინარეობს, რომ მე, მამუკა მდინარაძე ან ირაკლი კობახიძე რაიმე პრინციპულ პიროვნულ მიუღებლობას განვიცდით ამ ადამიანების მიმართ. ამ აქტივობების არსი ყოველთვის მიმართული იყო დესტაბილიზაციისკენ. ისინი უტევენ მთავრობას, მათი რეალური ამოცანა კი არის ქვეყნის დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები