საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 721ადამიანი

 

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 721 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში არცერთი კოვიდინფიცირებული არ გარდაცვლილა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 650 708 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 987, გარდაიცვალა 16 765 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები