ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ვლადიმერ ჟირინოვსკი, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა“, – განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ “ტელეგრამის არხზე”.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის დუმაშიც ადასტურებენ.

ცნობისთვის, რუს პოლიტიკოსს 2 თებერვალს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები