ბრიუსელში დღეს ერთმანეთს ალიევი და ფაშინიანი შეხვდებიან
ბრიუსელში დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.
აზერბაიჯანული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ასევე, მიშელის მონაწილეობით, დაგეგმილია ალიევის და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაც.
არ გამოირიცხება ლიდერების პირისპირ ფორმატში შეხვედრაც.