უკრაინის პროკურატურამ ომში რუსეთის დანაშაულის 4 684 შემთხვევა აღრიცხა

უკრაინის პროკურატურამ ომში რუსეთის დანაშაულის 4 684 შემთხვევა დაარეგისტრირა, მათი უმრავლესობა კი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება. ასევე, აღრიცხულია რუსეთის აგრესიის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოების დანაშაულები და ომის პროპაგანდა.

გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის მათ 353 ეჭვმიტანილი ჰყავთ, მათ შორის, მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, კრემლის პროპაგანდისტები და სხვა პირები არიან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები