პაპუაშვილი: იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც რეგიონშია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი

ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი.

“საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა, რომელიც მან გაერო-ში გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა, იყო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა. განსაკუთრებით, ამ რისკების და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი.

საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე, სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები