ილია დარჩიაშვილი – დმიტრო კულებას: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის საერთო წარმატებების მიღწევასა და გამოწვევების გადალახვაში. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ“, – წერს ილია დარჩიაშვილი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ “ტვიტერზე” განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები