დმიტრო კულება: მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
“მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად. ვამყარებთ იმედებს საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.