მარიუპოლში მიმავალი საევაკუაციო კოლონა რუსულმა სამხედრო ძალებმა უკან დააბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშუკი ავრცელებს.
მისი თქმით, 7 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა, რომელსაც თან ახლდა “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”, რუსულმა ძალებმა ორშაბათს მარიუპოლის დასავლეთით მდებარე ქალაქ მანგუშში დააკავეს.
“მათი ლიდერების დაპირებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები მარიუპოლის მიმართულებით არავის ატარებენ. მათ ‘წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” წარმომადგენლებიც დააკავეს ქალაქ მანგუშში და მათი გათავისუფლება ღამით, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა“, – განაცხადა ვერეშუკმა.