“დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?” – თავშესაფრის ქრონიკები უკრაინიდან

უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს.

– დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?
– ხანდახან
– ყოველთვის უსმინე, რა – უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.

– დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ, რა, ძალიან ეშინია მარტოს.

– დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?

– დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქედან ჩემი ლეგოს ამოღებას?

– დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის, რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?

– დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.

– დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები – მოდი, კიევში დავბრუნდეთ.

– დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?

– დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?

– დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მამა ხომ არ დაგვივიწყებს?

თარგმანი – ცვატა ბერძენიშვილი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები