თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში სააკაშვილი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები