ვანში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად მთავრობამ 13 500 ლარი გამოიყო

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო.
როგორც პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ვანის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 13 500 ლარი. შესაბამისად, 4500-4500 ლარი გადაეცემათ ქეთო მარგველაშვილის, მედიკო გაბუნიას და ნანა გაბუნიას ოჯახებს.
ვანში სტიქია 27 ივლისს მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები