უკრაინის პროკურატურა: ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად, 165 ბავშვი დაიღუპა და 266 დაშავდა

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 165 ბავშვი დაიღუპა და 266 დაშავდა. უკრაინის პროკურატურამ 5 აპრილის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, ჯამურად, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად, 431 ბავშვი დაზარალდა.

ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის ოლქშია, სადაც 78 ბავშვი დაზარალდა. კიევის ოლქში -77, ხარკოვის ოლქში -61, ჩერნიგოვის ოლქში – 49, მიკოლაევის ოლქში -35, ლუგანსკის ოლქში -31, ზაპოროჟიას ოლქში -22, ხერსონის ოლქში -29, სუმის ოლქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15 და დედაქალაქში 16 ბავშვი დაზარალდა.

”დაბომბვების შედეგად, 869 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, იქიდან 83 სრულად განადგურდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები