ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას – ნედ პრაისი

ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროში ჩატარებულ მნიშვნელოვან კენჭისყრებს.

„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომლებსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები