ის საშინელებები, რომელიც ბუჩაში ვნახეთ, არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი ყველა იმ დანაშაულისა, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში ჩაიდინა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვარშავაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, მარიუპოლში სიტუაცია კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ბუჩაში და კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში.
„ის საშინელებები, რაც ჩვენ ბუჩაში ვნახეთ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, თუმცა უდიდესი მწუხარებით, რომ სიტუაცია მარიუპოლში კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და კიევის მიმდებარე სხვა ქალაქებსა და სოფლებში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.