ჟიტომირის ოლქი რუსი სამხედროებისაგან თავისუფალია – ოლქის გუბერნატორი

უკრაინაში, ჟიტომირის ოლქი რუსი სამხედროებისაგან თავისუფალია, – ამის შესახებ  საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა.

„მტერი მოგერიებულია. დღეს ჩვენს რეგიონში არ არის რუსული საოკუპაციო ჯარები. მათ დატოვეს ჩრდილოეთ რაიონები, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას“, – განაცხადა ბუნეჩკომ.

ჟიტომირის ოლქი უკრაინას დასავლეთიდან ესაზღვრება. ომის დაწყებიდან დღემდე, ის დედაქალაქისთვის დახმარებისა და აღჭურვილობის მიწოდების მთავარ დერეფანს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები