ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ, რომელიც რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს, რუსეთთან მოლაპარაკება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის მიერ განხორციელებული სისასტიკე ომის დანაშაულია.
„ეს ომის დანაშაულებია და მსოფლიო ამას გენოციდად აღიარებს. ძალიან რთულია საუბარი, როდესაც ხედავ, რა გააკეთეს აქ. რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებს რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებების პროცესს, მით უფრო უარესია მათთვის, ამ სიტუაციისა და ომისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ბუჩაში მოკლული ადამიანების ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელთა ნაწილს ხელები შეკრული აქვს.