ჩერნიგოვის მერი: სკოლის სარდაფში 150-ზე მეტი ადამიანი გამოკეტეს, ცოცხლები მიცვალებულების გვერდით იყვნენ

ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს.

მერის თქმით, რუსი დამპყრობლების დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვი 70%-ით განადგურებულია.

“სკოლის სარდაფი.

ამ ოთახში მტერი ერთდროულად 150-ზე მეტ ადამიანს ამყოფებდა.

არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება ამის აღწერა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს ველური სისასტიკე ტკივილის გარეშე აღწერო.

აქ ავად ხდებოდნენ და იღუპებოდნენ. აქ ცოცხლები მიცვალებულების გვერდით იყვნენ. შიმშილი. წყურვილი. შიში. ტკივილი. სასოწარკვეთა.

აქ ქალები და ბავშვები იყვნენ… ეს საშინელებაა. ამაზე მტერი პასუხს აგებს”, – წერს ვიაჩესლავ ჩაუსი სოციალურ ქსელში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები