გრიგოლ ვაშაძე: ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ვიმედოვნებ, ეფექტური ელჩი იქნება აშშ-ში

“ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვიცნობ, დიპლომატიურ სამსახურში ჩვენს დროს არ უმუშავია. ვერაფერს გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა აშშ-ში ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნას და იმედი გამოთქვა, რომ ის ეფექტური ელჩი იქნება.

“რაც შეეხება დავით ზალკალიანს – საკადრო დიპლომატია, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ოთხი წლის განმავლობაში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შეგშურდებათ, ისეთი ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა. იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში. მით უმეტეს, დღევანდელ საშინელ პერიოდში, როცა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მართლწესრიგი გაქრა. ასევე, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთადერთი არგუმენტი ბირთული იარაღი გახდა, საქართველოს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები