ირაკლი კობახიძე – ილია დარჩიაშვილზე: დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
კობახიძის შეფასებით, დარჩიაშვილი გამორჩეული პროფესიონალია.
„მინდა, მივულოცო ილია დარჩიაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ის არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. არის საქმის მცოდნე და აქვს დიპლომატიური სერიოზული გამოცდილება, ელჩის პოზიციაზე მუშაობდა წლების განმავლობაში. ასევე, საჯარო სამსახურში აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მართლაც გამორჩეული პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის.