საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დაარეგისტრირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ინიციატივით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტს ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა. შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და დაადგინა, რომ დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები