ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით საღამო გაიმართება. ქალბატონმა მარიამ ღონისძიებაში ჩართულობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ფესტივალზე საბერძნეთის კულტურის მინისტრი, ქალბატონი ლიზა მენდონი გეგმავს ჩამოსვლას”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.