ბრიტანეთის დაზვერვა: ადამიანების წამება პუტინის გეგმის ნაწილი იყო

ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის განცხადებით, სიკვდილით დასჯა უკრაინაში პუტინის შეჭრის გეგმის ნაწილი იყო.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“ვიცოდით, რომ უკრაინაში პუტინის გეგმები მოიცავდა მისი სამხედროების და დაზვერვის თანამშრომლების მიერ ადამიანების წამებას. გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებისა და წამების შესახებ ცნობები საზარელია, სისხლი გვეყინება”, – დაწერა მან.

მანამდე, ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების კომენტირებისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა თქვა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
“პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ის პირი, ვინც არის დაკავშირებული ბუჩაში, ირპენში, ასევე, უკრაინის სხვა ადგილებში, რუსი სამხედროების საზარელ ქმედებებზე. პუტინის რეჟიმს არ მიეცემა უფლება, ამ სისასტიკეში საკუთარი მონაწილეობა დამალოს”, – განაცხადა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები